+995 557 500 999
info@gmtu.ge
მისია

 მისია

შპს „ჯმთუ გურუ სადან სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი”,მოწოდებულია მოამზადოს ჯანდაცვის მიმართულებითგლობალური დასაქმების ბაზრის, ცოდნაზე დაფუძნებული  სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ-ჩვევების, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ლიბერალური ღირებულებების მქონე მოქალაქე.

ღია კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით სასწავლო უნივერსიტეტი მოწოდებულია განუვითაროს თითოეულ სტუდენტს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ბოლონიის წევრი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების გზით, ხელი შეუწყოს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას. სასწავლო უნივერსიტეტი მოწოდებულია ხელიშეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ამავდროულად მოახდინოს ქართული ენის პოპულარიზაცია უცხო ქვეყნის სტუდენტებში.

მისიის შესრულებისას სასწავლო უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

Øსწავლების, სწავლის, და მენეჯმენტის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;

Øსტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების რეალიზება;

Øსწავლებისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნის პროცესის ხელშეწყობა;

Øჯანდაცვის მიმართულებით ეროვნულ, რეგიონალურ და საერთშორისო დონეზე სასწავლებლის როლის ზრდა;

Øგანათლებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა.

სასწავლო უნივერსიტეტი მოწოდებულია, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე,  უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, განსაზღვრული რაოდენობის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს გაუწიოს უფასო საგანმანათლებლო მომსახურება, რითაც ხელს უწყობს ამ კატეგორიის პირების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.